|
2018-05-03 14:13:35, 1507 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,რედისონში" გამართულ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის მიზანი დემოკრატიული საზოგადოებისა და მედიაგანვითარების პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და პრესის თავისუფლების, როგორც ღირებულების აღნიშვნაა. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ზურაბ პატარაძემ პროფესიული დღესასწაული მიულოცა მედიის ყველა წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ დღევანდელი მთავრობის პირობებში მედიასთან კომუნიკაცია მხოლოდ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. შეხვედრის ორგანიზატორებია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო და ორგანიზაცია ,,აირექსი". შეხვედრა უკვე მესამედ იმართება სიმბოლურად, პრესის თავისუფლების დღეს. შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მედია ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)