|
2018-05-03 10:55:06, 1419 ნახვა
საზოგადოება
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი (“Skin Cintact”) ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera“ –ს ორგანიზებით გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას ჟურნალისტები, იმპორტიორები და ღვინის მწერლები დაესწრნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია: „მევენახეობა ვაზიანი“, „ჯიველი“, „ვინო მარტვილი“, „მანდილი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „გოცას საოჯახო მეურნეობა“, „ამირან ვეფხვაძის მეღვინეობა“ და „ნიკა ბახიას მარანი“. დეგუსტაციას უძღვებოდა „Vinisfera“ –ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე. ღვინოები წარმოდგენილი იყო კახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და ქართლის რეგიონებიდან. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ექსპორტირებულია 741 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 32 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)