|
2018-05-02 19:14:10, 1736 ნახვა
საზოგადოება
საია: ტრანსგენდერ პირებს უნდა შეეძლოთ სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა
დღეს ტრანსგენდერმა მამაკაცმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საია მიიჩნევს, რომ სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად ქირურგიული ჩარევის გზით ანატომიური სქესის შეცვლისა და შესაბამისი დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის მოთხოვნა არღვევს ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებებს. "ამგვარი პრაქტიკა არ ემსახურება კანონიერ მიზანს, ხელოვნურ ბარიერებს უდგენს ტრანგენდერ პირებს და ქმნის მრავალი ნიშნით პირის დისკრიმინაციის შესაძლებობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, თუ სახელმწიფო ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარებისთვის წინაპირობად ითხოვს ჩაიტარონ სქესის შეცვლის ოპერაცია ან მედიკამენტოზური თერაპია, რომლებიც დიდი ალბათობით გამოიწვევს უნაყოფობას და ეწინააღმდეგება პირის ნებას, არღვევს პირადი ცხოვრების (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი) და ასევე ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, რაც კონვენციის მე-3 მუხლით არის დაცული. . საია იმედს იტოვებს, რომ უზენაესი სასამართლო დასაშვებად ცნობს წარდგენილ საჩივარს, მიიღებს ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ტრანსგენდერი პირებისათვის დაწესებულ არაჰუმანურ შეზღუდვებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)