|
2018-05-02 19:09:19, 2056 ნახვა
საზოგადოება
ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალზე ეროვნულ არქივში დაცული აფიშები გამოიფინა
ქართული ფილმების მეხუთე კინოფესტივალზე, „Georgia 100 – A Film Fest Feast", რომელიც 1 მაისს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიხსნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კინოპლაკატების კოლექცია გამოიფინა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ორგანიზაციები - „Life Though Cinema" და „British-Georgian Society". ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული ფილმები და ქართული კინოკლასიკა. ამასთან, 4 დეკემბერს მაყურებელი იხილავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკას, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული. ეროვნულ არქივთან პარტნიორობით მოწყობილ ქართული კინოპლაკატების გამოფენაზე წარმოდგენილია 30-80-იანი წლების ქართული მხატვრული ფილმების აფიშები. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ინგლისურ-ქართული პუბლიკაცია, რომელშიც ამ აფიშების რეპროდუქციები დაიბეჭდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)