|
2018-05-02 13:35:09, 1477 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა
როდესაც ვუყურებ რა მოხდა 2016 წელს, მე ვხედავ, რომ 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარადგენისას განაცხადა. „შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ ვითარებას - შევასუსტეთ თვითმმართველობა, მივიღეთ ნაკლები თვითმართველი ქალაქები. პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში - გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა გადავდეთ 2024 წლისთვის. პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში შეიძლება იმ მომენტში რომელიმე პოლიტიკოსს ასუსტებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს. ამ თვალსაზრისით, როდესაც ვუყურებ რა მოხდა 2016 წელს, მე ვხედავ, რომ 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა. პოლიტიკური პარტიების მიზანმიმართული შესუსტება, როგორც მთავარი მოთამაშეებისა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არცერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)