|
2018-05-01 19:24:59, 2540 ნახვა
საზოგადოება
„ავერსი“ სპეციალური შეკვეთით თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს
კომპანია "ავერსი" ზოგიერთ მედიკამენტის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გარკვეული მედიკამენტების ფასი თურქეთის ტერიტორიაზე უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში. ამასთან, კომპანია აღნიშნულის მიზეზებს განმარტავს: "გუშინ ერთ–ერთი ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფია ვიდრე საქართველოში. ზოგიერთ მედიკამენტთან დაკავშირებით ეს სიმართლეს შეესაბამება და ავერსი არ უარყოფს ამ ინფორმაციას. რაც შეეხება კონკრეტულ პრეპარატს, რომელზეც იყო საუბარი, მინდა მოგახსენოთ შემდეგი: ციტოლესი 10მგ #28 ტაბლეტის თვითღირებულება თურქული ქარხანა „აბდი იბრაჰიმიდან“ არის 46,74 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 74,77 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 56,40 ლარი, დარიცხვა 20%. ციტოლესი 10მგ #56ტაბლეტის თვითღირებულება იმავე ქარხნიდან არის 56,10 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 88 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 67,50 ლარი, დარიცხვა 20%. თუ თურქეთში ეს წამალი კიდევ უფრო იაფი ღირს, ეს განპირობებულია იმით, რომ მსგავსი მედიკამენტები სპეციალური ლიცენზიით მზადდება. ამ ლიცენზიით მედიკამენტები მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე იყიდება და მათი ექსპორტი არ არის შესაძლებელი. ჩვენ ქარხნის ფასს ვამატებთ 20% -ს - მინიმუმს, რაც აფთიაქის არსებობისთვის აუცილებელია. წლებია, ავერსს ძვირად ღირებული და ონკოლოგიური პრეპარატები, რომლებიც თურქეთში სპეციალური ლიცენზიით იწარმოება, მომხმარებლებისთვის ჩამოაქვს ფორმა 100-ით, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. ამას კომპანია ყოველდღიურად აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია განცხადებაში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 5 77 74 74 27 ან 2 500 700 (1138).
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)