|
2018-05-01 19:16:47, 2086 ნახვა
კომენტარი
გუგული მაღრაძე: ჭარბი წონის წინააღმდეგ რეგულაციებში სიამოვნებით ჩავერთვები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ჭარბწონიანობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების მომხრეა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა. მაღრაძის თქმით, ის სიამოვნებით ჩაერთვებოდა ისეთი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობას შეამცირებდა. „ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ და სიამოვნებით ჩავერთვები ამ რეგულაციებში. ეს საკითხი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. სკოლის მოსწავლეებში ჭარბი წონა უკვე არსებობს, უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, საერთოდ ტკბილ ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და ასე შემდეგ. არ მინდა დავაშინო მოსახლეობა, მაგრამ რაღაც რეგულაციები არის საჭირო, იმიტომ, რომ ეს იწვევს შემდეგ გამოუსწორებელ ზიანს ადამიანის ჯანმრთელობისთვის", – განაცხადა გუგული მაღრაძემ. შეგახსენებთ, რომ გუგული მაღრაძე თამბაქოს შესახებ კანონის ინიციატორია, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოხმარებაზე შეზღდუვები, კანონის დასჯის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმები შემოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)