|
2018-05-01 17:33:12, 2131 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევის დროს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები იყო
„გიორგი კვირიკაშვილი იქნება პოლიტსაბჭოს წევრი. მას აბარია ქვეყანა, ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მემგონი დამატებით ფუნქციები არ სჭირდება ამ ყველაფერს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევაში ბიძინა ივანიშილიც მონაწილეობდა, რადგან მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი უნდა დაიკავოს. „პრინციპის შერჩევის პროცესში პოლიტსაბჭოს ყველა მოქმედი წევრი იღებდა მონაწილეობას და საწინააღმდეგო აზრი პრაქტიკულად არ გამოთქმულა. ბუნებრივია, რომ ბატონ ბიძინასთან იყო კონსულტაციები კანდოდატების შერჩევის დროს რადგან გუნდმა ის უნდა დაამტკიცოს პარტიის ხელმძღვანელად, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერია. მაგალითად ეკა ბესელია ვერ მოხვდა შემადგენლობაში, კიდევ რამოდენიმე წევრი, რა ნიშნით დაკომპლექტდა ახალი საბჭო? ახალ შემადგენლოვაში არ არის წარმოდგენილი არცერთი კომიტეტის თავმჯდომარე. გარკვეული პრინციპი იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა პარლამენტიდან სპიკერატი, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება“, ამიტომ მე და ჩემი ორი მოადგილე გენადი სამხარაძე და ირაკლი ტრიპოლსკი ვართ პოლიტსაბჭოში. ასევე ერთერთი ფრაქციის ხელმძღვანელი გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში და ასევე ორი მინისტრი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)