|
2018-05-01 14:33:03, 1885 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს ტოვებს
„საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს ტოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე ორი წელია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ იღებს და შესაბამისად, თვლის, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, საბჭოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს. "ჩემი პოზიცია ის არის, რომ მე ორ წელიწადზე მეტია პოლიტიკაში არ ვარ. პოლიტსაბჭოში ფორმალურად ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას. ამ პერიოდის განმავლობაში მე არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი. მე ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს ვხელმძღვანელობ და ვფიქრობ ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ მე თვითონ გავაკეთებ დღეს განაცხადს, რომ აღარ ვიყო პოლიტსაბჭოში“, - განაცხადა პოლიტსაბჭოს წევრმა დავით საგანელიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საბჭოს შემადგენლობის საკითხს და პარტიის სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)