|
2018-05-01 12:29:34, 1763 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: სამწუხაროდ, დღემდე პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა
„დიახ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ვიქნები", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. მთავრობის მეთაურის თქმით, შემადგენლობასთან ერთად, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე პარტიის სამომავლო გაძლიერების პერსპექტივები იქნება განხილული. „პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული მომავალი პარტიული საქმიანობის საკითხები. მე უკვე გავაკეთე კომენტარი და ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია, „ქართული ოცნება" ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა და ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. განხილული იქნება სამომავლო პერსპექტივები, პარტიის გაძლიერება, რა თქმა უნდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)