|
2018-04-30 17:13:29, 1773 ნახვა
საზოგადოება
ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის შესაბამისგანკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა. ირლანდია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეცხრე ქვეყანაა, იმ თორმეტი სახელმწიფოდან, რომელსაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და რომელმაც საქართველოსთან მიმართებაშიშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გზითადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აღიარებაზე. ირლანდიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებულიიქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას შეამცირებს. საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული აქვს ლუქსემბურგს, ბელგიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ავსტრიას, ლიხტენშტეინს და ისლანდიას. ირლანდიის რესპუბლიკის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 16 აპრილიდან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)