10:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 14:44:59, 2336 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის შს მინისტრმა სკანდალის გამო, პოსტი დატოვა

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ემბერ რადი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, შს მინისტრის გადადგომის მიზეზი სკანდალი გახდა, რომელშიც რადი ბოლო პერიოდის განმავლობაში გაეხვა.

კერძოდ, სკანდალის მიზეზი ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ქვეყანაში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასახლებული მიგრანტების დეპორტაციას ემსახურება.

თავდაპირველად ემბერ რადმა პროგრამის არსებობა უარყო, შემდეგ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, საბოლოოდ კი პარლამენტარებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოიხადა და პოსტი დატოვა.

როგორც BBC წერს, საუბარია ე.წ. Windrush პროგრამაზე. ასე ეწოდებათ აფრიკის და კარიბის ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში სამუშაო ძალების ნაკლებობის გამო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიწვიეს.

ცნობისთვის, 1948 წლის 22 ივნისს ხომალდმა Windrush-მა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 492 მიგრანტი ჩაიყვანა.სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანების შთამომავლები არალეგალ მიგრანტებად აღიარეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics