|
2018-04-30 14:14:20, 1527 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდრულად გაიმართა. ნახევარფინალში საქართველოს მასშტაბით 370-მდე სკოლა მონაწილეობდა, სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო. ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 60 სკოლის გუნდი გადავა ფინალში, რომელიც 21 მაისს თბილისში გაიმართება. ფინალში გადასული გუნდები სამივე ქალაქში ჩატარებული ნახევარფინალური შეხვედრის შედეგების შეჯამების შემდეგ გაირკვევა და გუნდებს შედეგების გასაჩივრების საშუალება 29 აპრილამდე ექნებათ. 2 მაისს კი უკვე საბოლოოდ დაზუსტება ფინალისტების ვინაობა. ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი "რა? სად? როდის?" უძღვება. სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)