|
2018-04-30 12:57:11, 1441 ნახვა
საზოგადოება
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში „სინოჰიდროს“ სანქციები დაეკისრება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, ირაკლი ქარსელაძე საზედამხედველო კომპანიის ინჟინრებთან ერთად, კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის დასრულების დეტალები განიხილეს. რაც შეეხება „სინოჰიდროს“ მეორე პროექტს, სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც „სინოჰიდროს“ დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება მიეცა. „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ახალი გეგმა-გრაფიკის შედგენაზე, რათა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას ყველა არსებული პრობლემა და სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას შესაბამისი სანქციები დაეკისრება. „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უმოკლეს ვადებში დავასრულოთ, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაწყებული ყველა მშენებლობა, რადგან ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)