|
2018-04-30 11:10:20, 1997 ნახვა
პოლიტიკა
Deutsche Welle - ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს
ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემა აღნიშნულის მიზეზად თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას ასახელებს. "გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებელი გაიზარდა. ეს უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მოხდა. მიმდინარე მონაცემებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების 3-ჯერ მეტი მოთხოვნაა თავშესაფრის მინიჭებაზე, ვიდრე ეს უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე იყო", - წერს Deutsche Welle. ცნობისთვის, 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 601 განაცხადი იყო შესული, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტში - 1771 განაცხადი დაფიქსირდა. უფრო რთული ვითარებაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ მოვლენების სწორედ ამგვარ განვითარებაზე შიშობდნენ. გამოცემის ცნობით, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირმა შესაძლოა შეჩერების მექანიზმზე მსჯელობა დაიწყოს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)