|
2018-04-30 10:55:23, 1792 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის სამიტზე პარტნიორები საქართველოს პროგრესს სათანადოდ შეაფასებენ
„ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები ქვეყნის პროგრესს სათანადოდ შეაფასებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას. „ბოლო წლებში ნატო-საქართველოს უპრეცედენტოდ აქტიური და დინამიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას. გუშინ საღამოს ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ბატონ ვეს მიტჩელთან და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მას შემდეგ, რაც მოვისმინე მისი მკაფიო მხარდამჭერი მოსაზრებები, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიაონობის, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. დღეს თქვენი აქ ყოფნა, ისევე, როგორც ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფნა საქართველოში, არის მკაფიო დადასტურება ერთის მხრივ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერისა საქართველოს საგარეო კურსის მიმართ და ასევე, რა თქმა უნდა, ნატოს მხარდაჭერისა და მის მიერ საქართველოს პროგრესისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღიარებისა, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)