|
2018-04-28 10:04:57, 1614 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ანაკლიის სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობისის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული თემის წამომადგენლებისათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობისა და მათი ეფექტურად გამოყენების გზით ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. ასევე დევნილთა მხარდასაჭერად და მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და ნორმების სრული დაცვით ერთობლივი და თანამონაწილეობითი პროექტების განხორციელებას.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)