|
2018-04-27 20:23:17, 1686 ნახვა
კომენტარი
ზოდელავა: ტელეკომპანია „იმედი“-ს საქმე აბსოლუტურად შეკერილია
„ხელისუფლება მეუბნება, რომ "შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და დაგსჯით"-ო", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებს პროკურატურაში მისი გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. მურთაზ ზოდელავას თქმით, "ტელეიმედის" დარბევის საქმეზე ბრალდებული პირების მიმართაც "საქმე შეკერილია" და ხელისუფლება მას უებნება, რომ ამ ბრალდებულთა რიგებში თვითონაც ჩადგება. „ამ საქმეზე ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი. არანაირი დანაშაული არცერთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ ჩაუდენია. უბრალოდ, ხელისუფლება მე მეუბნება, რომ "შენც ჩადგები მათ რიგში, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით". ეს არის კონკრეტული მესიჯი, რომელიც მე მივიღე დღეს ხელისუფლებიდან", - განაცხადა ზოდელავამ. ყოფილი პროკურორი აღნიშნავს, რომ მთავარ პროკურატურაში მისი დაბარება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადება დღეს მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)