|
2018-04-27 13:05:27, 1691 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ისნის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. “ჩვენ ახლა ისნის რაიონში ვიმყოფებით, სადაც კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე მიმდინარეობს საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა. ამჟამად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შეიცვალა ბორდიურები. გარდა ამისა, აქვე სპეციალური ადგილებია გამოყოფილი ხეების დასარგავად. მსგავსი ტიპის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. მთავარია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. კაიშაურის ქუჩაზე უკვე სრულდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები, იგება ასფალტის საფარი. სამუშაოების ღირებულება 110 000 ლარია. შილდის ქუჩაზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის დასაგებად და ბორდიურების მოსაწყობად. პროექტის ღირებულება 128 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანიც გაეცნო.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)