|
2018-04-27 12:41:16, 1713 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საავიაციო ბაზარზე Kuwait Airways შემოდის
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ქუვეითის სახელმწიფოს კიდევ ერთი ავიაკომპანია „Kuwait Airways" იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ელ-ქუვეითი - თბილისი - ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 10 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია "Kuwait Airways"-ს სამოქალქო ავიაციის სააგენტოს მიერ 26 აპრილს მიენიჭა. საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways" ასრულებდა. 2017 წლიდან, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება "Kuwait Wataniya Airways"-მა დაიწყო, მიმდინარე წლის ივნისიდან კი ფრენებს „Jazeera Airways" განახორციელებს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)