|
2018-04-26 15:17:28, 1960 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეამ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა და მიიღო რეზოლუცია „ევროპაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული საჭიროებები და უფლებების" შესახებ, - ამის შსახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ცვლილებები შეიტანა დოკუმენტში და პირველად ჩაიწერა რეზოლუციაში, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცეს უფლება სრულად განახორციელოს მისი მანდატი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომ ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტებთან დაკავშირებით რუსეთმა უნდა დაიწყოს გამოძიება და მიიღოს შესაბამისი ზომები კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების დაცვისა და მომავალში ამ ქონების დაბრუნების მიზნით. "ასამბლეა მოითხოვს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნას უფრო მეტი ე.წ. გამშვები პუნქტი და შეწყდეს რუსი სამხედროების მხრიდან მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესი, რაც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას. აღნიშნულ რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეა გმობს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან კონფლიქტების დროს მოსახლეობის ძალადობრივ გამოდევნას და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიაროს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება თავიანთ ტერიტორიებზე, მათ შორის მათი, რომლებიც იძულებულნი იყვნენ 2008 წლის ომის დროს დაეტოვებინათ ტერიტორია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)