|
2018-04-26 14:58:33, 1548 ნახვა
საზოგადოება
თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ
თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - „მოტ მაკდონალდის“ 5 სპეციალისტი პროექტზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად უკვე მუშაობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ისინი აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის (CDIA) დაფინანსებით მოამზადებენ პროექტებს, რომლებიც შეეხება თბილისში ე.წ. „ბასლეინების“ განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნების შერჩევას, პარკირების მართვის სტრატეგიას და ტაქსების სფეროს რეგულაციებს. უცხოელი ექსპერტების შეთავაზებით, ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები შესაძლოა მოეწყოს რუსთაველის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, მელიქიშვილის გამზირზე, პეკინის გამზირზე, დიდი დიღმისა და დიღმის მასივის გავლით წერეთლის გამზირზე. მათი მოწყობის შესაძლებლობა, ასევე, განიხილება ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც. პარალელურად, უცხოელი ექსპერტები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების საკითხებსა და თანამედროვე პროგრამებში. აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის გრანტით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან გასული წლის ნოემბრიდან თანამშრომლობს ექსპერტი მარკ სელინი. მან, ასევე, იმუშავა აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსებულ კვლევაზე, რომლის ფარგლებში „მოტ მაკდონალდმა“ თბილისის მერიას 5 დერეფანი შესთავაზა, საიდანაც დიდი დიღომი - დიდუბე - მეტრო „მარჯანიშვილის“ მარშრუტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და კონცეპტუალური დიზაინი დაამუშავა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)