|
2018-04-26 14:41:59, 1776 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: ივანიშვილის დაბრუნება იყო ობიექტური აუცილებლობა, რადგან ქვეყანაში მმართველობითი კრიზისი გვქონდა
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს. როგორ ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ეს ობიექტური აუცილებლობა იყო. „ეს ობიექტური აუცილებლობა იყო, მან გაიაზრა, რომ სერიოზული მმართველობითი კრიზისი გვქონდა ქვეყანაში და შესაბამისად, მისი რეინტეგრაცია პოლიტიკაში აუცილებელი იყო და მან გადადგა ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მისთვის კომფორტული გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ხუხაშვილმა. ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება და ამ ეტაპზე პარტიის თავმჯდომარეობა წესრიგის აღსადგენად სრულიად საკმარისია. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)