|
2018-04-26 14:10:10, 1488 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მზად ვართ, პარტიული განვითარება ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გვინდა, ქვეყნის განვითარებაში პარტიის როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის წევრები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. "ძალიან მნიშვნელოვანი ინციატივა გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებასთან დაკავშირებით. ის იქნება წარდგენილი პოლიტსაბჭოზე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება. ძალიან მიხარია, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნდა როგორც პარტიის თავმჯდომარე. დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გვინდა პარტიის როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის განვითარებაში. მზად ვართ, პარტიული განვითარება ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ჩატარებულ ყველა არჩევნებს, პარტიის შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. რაც შეეხება პარტიის განვითარებას, მგონი ცუდი არაფერია იმაში, რომ უფრო მეტის გაკეთების სურვილი გვაქვს",-განაცხადა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, პარტიის ყრილობა მაისის დასაწყისში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)