|
2018-04-25 17:57:41, 1917 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებენ
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელურ ღონისძიების "ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის" მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა. მათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურეს. "ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას. ეს არის პრაგმატული, ინოვაციური გეგმა და იძლევა კარგ შესაძლებლობებს ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ხიდების აგების" - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა. "ინიციატივები ხიდების მშენებლობისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არის ის რაც ჩვენ დღეს გვჭირდება" - განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა. ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობას. ღონისძიებაზე ასევე მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს პარტნიორმა ქვეყნებმა. საქართველოს მიერ ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace" და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)