|
2018-04-24 19:44:43, 2627 ნახვა
კულტურა
„თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდება
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) თბილისში პირველად, 17-20 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და „თიბისი სტატუსისა“ და „Check in Georgia”-ს მხარდაჭერით ჩატარდება. სამდღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტ გალერეასა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. პროექტთან დაკავშირებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც „ექსპო ჯორჯიას“ პიარისა და მედიასთან კომუნიკაციების მენეჯერმა, თინა ლაღიძემ აღნიშნა, ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე პარალელური ღონისძიებები. „17 მაისს გაიხსნება თბილისის თანამედროვე ხელოვნების, საერთაშორისო პირველი ბაზრობა, რომელიც შექმნის აბსოლუტურად უნიკალურ და განსაკუთრებულ პლატფორმას და მისცემს ბიძგს მთლიანად საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიქმნას და საქართველო აღიქვან კულტურულ-ვიზუალურ საერთაშორისო კონტექსტში. გამოფენა გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში და გამოფენის პარალელურად დაგეგმილია ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამა, მასტერკლასები და ა.შ.“, - განაცხადა თინა ლაღიძემ. ბაზრობის მონაწილეები სპეციალურად მოწვეული ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია. TAF-ის საბჭო დაკომპლექტებულია ისეთი პროფესიონალებით, როგორებიცაა: რიტა იანსენი - ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში კულტურისა საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ბ. ილინი - გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში. ბაზრობის სამხატვრო ხელმძღვანელის, ერიკ შლოსერის თქმით, ეს ღონისძიება გვაჩვენებს ნათელ სურათს იმისა, თუ რა მდომარეობაა დღესდღეობით თანამედროვე ხელოვნებაში. „ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ ხელოვნების ბაზრობაში მონაწილეობა, რადგან ამ დღეების განმავლობაში ჩვენ შევძელით და თავი მოვუყარეთ ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის როგორც დასავლეთ ევროპა, ასევე შუა აღმოსავლეთი, საქართველოს მეზობელი ქვეყნები - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. აქ იქნება გაერთიანებული ყველა ტიპის არტისტი. იქნებიან გალერისტები, იქნებიან დამოუკიდებელი ხელოვანები. ღონისძიებები მოიცავს ფაქტობრივად მთელ ქალაქს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, მოინახულოს სხვადასხვა სივრცე, გაიგოს როგორ ვითარედება თანამედროვე ხელოვნება საქართველოში. ეს მოგვცემს ძალიან ნათელ სურათს იმისა, თუ რა მდგომარეობაა დღესდღეობით აღნიშნულ დარგში“, - განაცხადა ერიკ შლოსერმა. ბაზრობის პარალელურად სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, მათ შორის: თბილისის ფოტო ფესტივალი - ქართული ფოტოგრაფიის პირველი მასშტაბური რეტროსპექტივა, რომელიც ფოტოგრაფიის განვითარების სამ საუკუნეს მოიცავს; დაიკარგა თორმეტი ქალი - აბრეშუმის მუზეუმში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების მიერ ემიგრაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა; ომი დროებით შეჩერებულია - გამოფენა, რომელიც 20-მდე ახალგაზრდა ხელოვანის ვიდეოს, ფოტოს, ინსტალაციას, პერფორმანსს, ქანდაკებასა და ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს და რომლის თემაა - „დროებითი მშვიდობა, როგორც შემოქმედებითი მედიტაცია“; საერთაშორისო კულტურული ფორუმი - ფორუმზე „შემოქმედებით საქართველოსთან“ ერთად თანამედროვე ხელოვნების ბაზრის გამოწვევები იქნება განხილული. გარდა ამისა, Tbilisi Art Fair-ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება დაიგეგმა. ცნობისთვის, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან. TAF-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbilisiartfair.art
(R)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)