14:47 - 22 Jul, 2026
|
2018-04-20 16:43:12, 2692 ნახვა
პოლიტიკა
მონაკოში საქართველოს საპატიო საკონსულო დაწესებულება გაიხსნა
მონაკოში საქართველოს საპატიო საკონსულო დაწესებულება საპატიო კონსულის - დევიდ ენტონი რენდალის მეთაურობით გაიხსნა. ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრნენ. დევიდ რენდალი საფრანგეთში ცნობილი ბიზნესმენია, საქმიანობს საინვესტიციო სფეროში, ასევე დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. როგორც საპატიო საკონსულო დაწესებულების გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, საპატიო კონსულის დანიშვნა ხელს შეუწყობს მონაკოში საქართველოს ინტერესების პოზიციონირებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)