13:10 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 16:26:40, 1720 ნახვა

საზოგადოება
„აამუშავე აგარა“ - ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან აგარის ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ქარხნის თანამშრომლები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი შაქრის ქარხნის გარეშე ოჯახებს ვერ არჩენენ, რადგან სამსახურის სხვა ალტერნატივა არ აქვთ.

აქციაში დაახლოებით 50 ადამიანი მონაწილეობს. მომიტინგეების მთავარი ლოზუნგი - "აამუშავე აგარაა".

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს მხარს პროფესიული კავშირიების წარმომადგენლები უწერენ.

ცნობისთვის, მეშაქრეებმა ფეხით მსვლელობა აგარიდან 18 აპრილს, დაიწყეს. კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები 6-თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ. ორთვიანი, 24-საათიანი, უშედეგო საპროტესტო აქციის შემდეგ, აგარელებმა საპროტესტო აქციის მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელება გადაწყვიტეს 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics