|
2018-04-19 14:37:55, 1868 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რაიონის სამ მისამართზე სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სკვერი ამ დროისთვის, კუს ტბის ტერიტორიაზე ეწყობა. გარდა ამისა, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ვაჟა-ფშაველას I კვარტალში და ნუცუბიძის III მ/რ-ში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში მიმდინარეობს. გეგმის თანახმად, სკვერები გამწვანდება და განათდება. სამივე მისამართზე ასევე, სრულად განახლდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში კი, უკვე მოეწყო ახალი ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი განთავსდა. სკვერების რეაბილიტაციის პროექტები ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შემუშავდა, მის ტექნიკურ განხორციელებას კი, შპს „ინტერტექნოლოგი“ უზრუნველყოფს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან გიორგი ბირბიჩაძესთან და გიორგი მუსხელიშვილთან ერთად გაეცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)