14:48 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 10:47:57, 2708 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე წარადგინა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნათია მიქელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 

„შალვა თადუმაძე იქნა დანიშნული მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. მის შემცვლელად მინდა წარმოგიდგინოთ , მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე ნათია მიქელაძე. ნათიას მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში, იგი მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, ასევე ფინანსთა მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანას, და მინდა წარმატება ვუსურვო”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics