|
2018-04-18 17:07:08, 1757 ნახვა
სამართალი
პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსთავში მცხოვრები ლ.ლ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ლ. გეგმავდა გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე გამავალი საირიგაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ლითონის მილების ქურდობას, რაშიც მფარველობის სანაცვლოდ მოლაპარაკება სცადა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების უფროსთან და ქრთამის სახით შესთავაზა 20 000 ლარი. დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2018 წლის 17 აპრილს, თანხის გადაცემის პროცესში მოქალაქე ლ.ლ. დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ლ.ლ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)