|
2018-04-18 16:34:44, 1498 ნახვა
საზოგადოება
21 აპრილს The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყება
თიბისი სტატუსი და Eastern Promotions წარმოგიდგენთ The Chemical Brothers-ს. დუეტი პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაუკრავს. ბილეთების პირველი კალათა 21 აპრილიდან გაიყიდება. ბრიტანული დუეტი 1989 წელს შეიქმნა, 1998 წელს კი პირველად აიღო გრემი სიმღერით Block Rockin' beats ნომინაციაში როკის საუკეთესო ინსტუმენტული შესრულება. 2006 წელს მათ გრემის ორი ჯილდო მიიღეს საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერისა და საუკეთესო საცეკვაო ალბობის კატეგორიაში. 2010 წელს კი ამ უკანასკნელ ნომინაციაში დუეტი კიდევ ერთხელ გახდა ჯილდოს მფლობელი ალბომით We Are The Night. ედ სიმსონისა და ტომ როულენდსის დუეტზე საუბრისას, აღსანიშავია მათი კოლაბორაციული პროექტების შთამბეჭდავი კატალოგი. სხვადასხვა დროს მათ ითანამშრომლეს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან New Order-ის სოლისტი ბერნარდ სამნერი, ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის A Tribe Called Quest-ის წევრი Q-Tip, Beck, Noel Gallagher, The Verve-ს ვოკალისტი რიჩარდ ეშკროფტი და Klaxsons. The Chemical Brothers ხშირად თანამშრომლობს ცნობილ რეჟისორებთანაც. მიშელ გონდრის მათი სამი კლიპი Let Forever Be, Star Guitar და Go ეკუთვნის. სპაიკ ჯონსმა კი ცნობილი ვიდეო Elektrobank გადაიღო, სადაც მთავარ როლს თავად სოფია კოპოლა თამაშობს. ვიდეოგრაფიაში ფიგურირებს ნიკ გოფრის და დომინიკ ჰოულის სახელიც. "ჩვენ უკვე ბევრ ქორწინებაზე დიდი ხანია ერთად ვართ" - ამბობს ტომ როულენდსი ელექტრონული მუსიკოსების დუეტი, რომელიც უკვე 29 წელია არსებობს, მალე საქართველოს ეწვევა!
(R)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)