|
2018-04-17 12:47:19, 1418 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა. როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, გამგეობების უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91%-დან 98%-მდე შედეგი აჩვენა. თბილისის მერის თქმით, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შესრულების შედეგები. „დასრულდა წლის პირველ კვარტალი და მინდა მოკლედ შევაჯამო თითოეული რაიონის გამგეობის მუშაობის შედეგები. აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91-დან 98 პროცენტამდე შედეგი აჩვენა, რისთვისაც მინდა გამგებლებსა და გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება დანარჩენებს, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შედეგები. მინდა გთხოვოთ, რომ გავაუმჯობესოთ ეს მიმართულება. მხოლოდ სამგორის რაიონის გამგეობას აქვს ყველაზე დაბალი - შესრულების 58%-იანი მაჩვენებელი. გამგებელმა განცხადება დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით. საპასუხისმგებლოა, იყო რაიონის გამგებელი. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ თვითკრიტიკული ვართ. პირველ რიგში, ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე, ათივე რაიონის გამგეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯამებული მონაცემი წარადგინა. კერძოდ, მისი თქმით, 169 მისამართზე კეთილმოეწყო გზები, როგორც კაპიტალურად, ისე ფრაგმენტულად; ასევე, მოეწყო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 25 სკვერს; სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო და რეაბილიტაცია მოხდა 44 მისამართზე; სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გამოიყო 37 593 ბენეფიციარისთვის. „ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რადგან დიდია მოლოდინი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული სიტუაცია. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთიანი ძალისხმევით, თითოეული ჩვენგანის ჩართულობითა და რაც მთავარია, მოსახლეობის მხარდაჭერით, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)