|
2018-04-17 12:33:35, 1653 ნახვა
საზოგადოება
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ გაყვანა მოხდება
დედაქალაქის მერიამ კომპანია „თელასთან“ კონსულტაციები დაიწყო, რათა პრობლემური ელექტროხაზების მიწისქვეშ გაყვანა ეტაპობრივად მოხდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისში, ზოგიერთი ქუჩის შუა ნაწილში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ავტომობილების გადაადგილების შეფერხებებს იწვევს. „როგორც ვიცი, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები „თელასთან“, რათა აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ გაყვანა მოხდეს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ძალიან დიდ მოცულობას გამოვათავისუფლებთ და თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კომპანია „თელასს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ჩატარდება. „მინდა, მადლობა გადავუხადო „თელასს“ თანამშრომლობისთვის. სამუშაოები ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ჩატარდება. იმედი მაქვს, პროექტს ძალიან მალე განვახორციელებთ და ამ კონკრეტული გზების გაფართოება მოხდება, რადგან იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის წლების განმავლობაში, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)