|
2015-05-22 10:09:49, 416 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა N130 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისის N130 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის და მართლწესრიგის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შეხვედრის მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში.
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)