|
2018-04-16 12:02:14, 1300 ნახვა
საზოგადოება
გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „არსიანის“ კონცერტი გაიმართა
თბილისში, ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,არსიანის" კონცერტი გაიმართა. საქართველოში ერთ-ერთმა უძველესმა სახელმწიფო ანსამბლმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ახალი პროგრამა წარმოადგინა, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი 21 ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნიმუში გაცოცხლდა. კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარე დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა, ანსამბლის ხელმძღვანელს იუბილე მიულოცა და ანსამბლს მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1921 წელს დაარსდა. 1922 წლის 11 ივლისს გაიმართა ანსამბლის პირველი კონცერტი. 1961 წლის 11 ივნისს, ანსამბლის დაარსების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლს ,,საქართველოს დამსახურებული ანსამბლის" საპატიო წოდება, 2016 წლის 1 იანვრიდან კი - აკადემიური ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი გახლავთ წლოვანებით მეორე აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი"-ს შემდეგ, ხოლო პირველი აკადემიური ანსამბლი საქართველოს რეგიონებს შორის.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)