|
2018-04-15 15:26:01, 1714 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: კვირაცხოვლობა განსაკუთრებული დღეა, ის არის გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა
კვირაცხოვლობის დღესასწაულთა დაკავშირებით, სხვეტიცხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „კვირაცხოვლობა არის გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა, ეს არის განსაკუთრებული დღე, ამას უწოდებენ თომას კვირიაკეს. თომა მოციქული იყო პირველი მოციუქული, რომელმაც აღიარა უფალი, როგორც ღმერთი“,-ბრძანა ილია მეორემ. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. ამ დღეს ქრისტიანები თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს იხსენებენ. ქრისტეს მოწაფეების მტკიცებებს, მასწავლებლის აღდგომასთან დაკავშირებით, თომა პასუხობდა : „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ“ აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას და თავად უჩვენა ნაჭრილობევი. ამის შემდეგ თომამ წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“თომამ ქრისტეს აღდგომა და ღვთაებრიობა ირწმუნა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)