|
2018-04-15 13:48:03, 1485 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ერთ-ერთი განახლებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში, 58-ე კორპუსის წინ მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, გამგეობა სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებს. მიმდინარე წელს რეაბილიტირებული ხუთი მოედნიდან სამი ზღვის უბანში მდებარეობს. მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოვაწყეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს, რაც მთლიანად ზღვის უბანს კიდევ უფრო განავითარებს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ხუთივე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი გამოიყო. წლის ბოლომდე, გამგეობის დაკვეთით, რეკონსტრუქცია კიდევ რამდენიმე მოედანს ჩაუტარდება.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)