|
2018-04-15 13:39:19, 1614 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობას და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგებას. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, რამიშვილის ქუჩა ცალმხრივი გახდება და ამ მიმართულებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახური უკვე მუშაობს. “ადგილზე პარალელურად იმუშავებს “ჯი-ვი-პი” და “თელასი”, რადგან კომუნიკაციები არასწორად იყო გაკეთებული. შეიცვლება განათებები, ბოძები და ბორდიურები. ტროტუარები გაფართოვდება, რადგან ქვეითად მოსიარულეებისთვის შეუძლებელი იყო თავისუფლად გადაადგილება. ვფიქრობთ, რომ ეს ქუჩა ცალმხრივი გავხადოთ და ამაზე მუშაობს ტრანსპორტის სამსახური”, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ენ სი“ აწარმოებს, რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 200 000 ლარია.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)