|
2018-04-14 12:24:41, 1649 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები საჭირო და შესაბამისი პასუხია
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სირიაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან განხორციელებულ დარტყმას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმები იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე. "აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე. ქიმიური იარაღის გამოყენება არის მიუღებელი და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი" - აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერში დაგმო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)