|
2018-04-13 10:18:40, 1565 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში, ქალაქ ბურსაში იმყოფებოდა, სადაც ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია „starwood”-ის ხელმძღვანელობს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან მერქნული რესუსრით (ნარჩენი, ძირნაყარი) საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფის შემთხვევაში, კომპანია „starwood”-ი საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე დაარსებს, სადაც ძირითადად დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. მიღებული პროდუქციის (DSP, MDF, ლამინატი) რეალიზაცია განხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე პროდუქციის ნაწილი გავა ექსპორტზე. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ბურსას სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. სატყეო სააგენტო 761 597 ჰა ტყის ტერიტორიას მოიცავს, შედგება 7 სატყეო უბნისგან, ტყეების წლიური შემატება შეადგენს დაახლოებით - 2,0 მლ კბ.მ, ხოლო წლიური ხე-ტყის დამზადება წარმოებს დაახლოებით - 1,2 კბ.მ-ს ოდენობით. სოლომონ პავლიაშვილმა ბურსის სატყეო სააგენტოს სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)