13:44 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 14:26:31, 1633 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების ინიციატივით გამოდის

„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის მომზადების ინიციატივით გამოდის და პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართვას სთავაზობს.

ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ქვეყანაში საკმაოდ გააქტიურებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან რუსული პროპაგანდა და რუსული „რბილი ძალა“. ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ პრორუსულ გზავნილებს, არამედ არიან რუსული იდეების გამტარებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები. ეს გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო რამდენიმე თვეში.

ვიწყებთ პროცესს და იმედს გამოვთქვავთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტს შევთავაზებთ და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ საქართველო, კანონმდებლობის გზით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ წავიდეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics