|
2018-04-12 14:24:22, 1594 ნახვა
საზოგადოება
ლეილა აბაშიძე ქაშვეთის ეკლესიიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
მსახიობი ლეილა აბაშიძე ქაშვეთის ეკლესიიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. მსახიობის ოჯახის წევრებს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ლეილა აბაშიძის სახელი ისტორიაში უკვდავი იქნება. "ქალბატონი ლეილა იყო გამორჩეული სახე და გამორჩეული მსახიობი. მან გარკვეული ეპოქაც შექმნა. დიდი პატივისცემით სარგებლობდა ის სიცოცხლეში, ქართულ საზოგადოებაში. მან მრავალ დამატული და კომედიური სახე შექმნა. ის დიდი პატივისცემით ისარგებლებს გარფაცვალების შემდეგ. სამწუხაროდ ქართველები გარდაცვალების შემდეგ უფრო ვცემთ ადამიანებს პატივს. ვფიქრობ, ლეილა აბაშიძის სახელი და გვარი ისტორიაში და ამ სფეროში უკვდავი იქნება",-განაცხადა მდინარაძემ. ლეილა აბაშიძეს საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ. შეგახსენებთ, მსახიობი 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც 14 თებერვალს ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)