13:45 - 22 Jul, 2026
|
2018-04-12 09:48:27, 1516 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 12-13 აპრილს ჩინეთს ეწვევა. პირველი ვიცე-პრემიერი ვიზიტის დროს მოხსენებით გამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის" (Macroeconomic and Financial Frameworks Successful Implementation of The Belt and Road Initiative). ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გამართავს შეხვედრას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)