|
2018-04-11 18:10:20, 1675 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ტრამპზე: ჩემი გმირი რონალდ რეიგანიც კი არ იყო ასეთი მკაცრი საბჭოთა კავშირთან
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სირიაზე ავიადარტყმასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის დონალდ ტრაპის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. სააკაშვილის თქმით, ტრამპი არასდროს იქნება პრორუსული პოლიტიკოსი. "ჩემი პროგნოზი ისევ გამართლდა. მე ვამბობდი, რომ ტრამპი არასდროს იქნება პრორუსი. ჩემი გმირი რონალდ რეიგანიც კი, არ იყო ასეთი საბჭოთა კავშირთან", - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)