16:01 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 16:54:45, 1766 ნახვა

საზოგადოება
ისრაელის თავდაცვის უწყება: თუ ირანელები სირიიდან ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ასადი პასუხს აგებს

თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ბაშარ ასადი და მისი რეჟიმი პასუხს აგებს, - ამის შესახებ Jerusalem Post ისრაელის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის უწყების აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის მმართველის აიათოლა ალი ხამენეის უფროსმა მრჩეველმა განაცხადა, რომ სირიაში ისრაელის მიერ სამხედრო აეროდრომის დაბომბვა, უპასუხოდ არ დარჩება.

„ასადის რეჟიმი და თვითონ ასადი რუკიდან გაქრებიან თუ ირანელები შეეცდებიან ისრაელს ან ისრაელის ინტერესებს სირიის ტერიტორიიდან ზიანი მიაყენონ. ირანს ვურჩევთ, არ ჩაერიონ, ვინაიდან ისრაელი მტკიცედ განწყობილია, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოს“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის უწყებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics