16:01 - 20 Aug, 2026
|
2018-04-11 15:05:16, 1477 ნახვა
საზოგადოება
112-ს შვედეთის ელჩი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარტინა ქვიქი ესტუმრა. შვედეთის ელჩს „112“-ის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მარტინა ქვიქმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მხარეებმა არამიზნობრივი ზარების და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე - „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. შვედეთის ელჩმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა, ასევე, საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)