|
2018-04-11 14:06:28, 1831 ნახვა
საზოგადოება
2017 წელს, საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 60%-ით გაიზარდა
2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542-მა მოქალაქემ მოითხოვა, - ამის შესახებ საფრანგეთის ლტოლვილებისა და აპატრიდების დაცვის ბიუროს (OFPRA)-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ბიუროს ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 60%-ით არის გაზრდილი. მაშინ თავშესაფარი საქართველოს 940-მა მოქალაქემ მოითხოვა. OFPRA-ს ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მკვეთრად გაზარდა საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მიზნით მშობლებთან ერთად ჩასული არასრულწლოვნების რაოდენობა. 2016 წელს არასრულწლოვნების რაოდენობა 224 პირს შეადგენდა, ხოლო 2017-ში მაჩვენებელი 559-მდე გაიზარდა. ბიუროში აცხადებენ, რომ თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან საფრანგეთში ჩასვლის მიზეზად ოპოზიციის დევნას, ეთნიკურ პრობლემებს, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებს, სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევას და ოჯახურ ძალადობას ასახელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)