|
2018-04-11 11:20:27, 2342 ნახვა
საზოგადოება
Freedom House – დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს. წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა. ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან 3.75 ქულა აქვს მინიჭებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, „სასამართლო დამოუკიდებლობა დაკავშირებულია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ინტერესებთან". გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობაც გაუარესდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)