|
2018-04-10 16:09:16, 1846 ნახვა
საზოგადოება
ნადირაშვილი - პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სანქტ-პეტერბურგის მერიის მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს
"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხონაშვილი სანქტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს. ნადირაშვილის თქმით, მან ამის შესახებ კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაუსვა, სადაც სუს-ის 2017 წლის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობდა. ნადირაშვილის განმარტებით, ის ლულუაშვილის პასუხს ვერ გაასაჯაროვებს, რადგან შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. "ამ შეხვედრაზე დავინტერესდი, დამიდასტურებს თუ არა სუს-ის უფროსის მოადგილე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი დღეს დასაქმებულია და მუშაობს სანქტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად. რადგან შეხვედრა იყო დახურული, მხოლოდ ჩემი კითხვის გამოტანა შემიძლია თქვენთვის. ამ შეკითხვაზე მინდოდა პასუხი მიმეღო იმიტომ, რომ ადამიანთან გამოძიებას კითხვები ჰქონდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, დღეს ის სად აგრძელებს ცხოვრებას და საქმიანობას", - განაცხადა ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)